LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვიჯექი და ისე მეძინა, თუ დაწოლას გადავწყვეტდი, გული მეხუთებოდა“- როგორ დაიკლო გიორგი ბიბილაურმა 150 კილოგრამი სწორი კვებით

2740
ფორტუნა - 2023-10-12T001627.621

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ამჯერად სტუმრად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ სწორი კვებით დაიკლეს.

„არანაირი ბარეატრია, არანაირი წამლები, მხოლოდ სწორი კვებით დაკლებული 50, 60 და 12 5კილოგრამი, – ამ გადაცემაში მხოლოდ ასეთი ადამიანები იქნებიან“. – ამბობს ნანუკა.

ერთ- ერთი სტუმარი იყო გიორგი ბიბილაური, რომელიც 24 წლის არის.

გიორგი 260 კილოგრამს იწონიდა. ამბობს, რომ ასეთი წონის მიზეზი არამხოლოდ ჯანქ ფუდი იყო.

„დიდი წონის მიზეზი ჭამაც იყო, უმოძრაობაც და ჰორმონების პრობლემაც. 6 წლის ასაკში 65 კილო ვიყავი. მსოფლიოში მეორე ბავშვი ვიყავი, რომელსაც ეს წონა ჰქონდა.

8 წლის ასაკში 120 კილოგრამი ვიყავი. მთელი ოჯახი ნერვიულობა და „მამუშავებდა“, მაგრამ მე ბავშვი ვიყავი და არავის ვუსმენდი.

13 წლის ასაკში 260 კილოგრამი ვიყავი და უკვე ვეღარ ვწვებოდი, მივხვდი, რომ პრობლემა მქონდა. ვიჯექი და ისე მეძინა. თუ დაწოლას გადავწყვეტდი, გული მეხუთებოდა, ვეღარ ვსუნთქავდი და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა“. – იხსენებს გიორგი და დასძენს:

„პირველად, ცომეული და ტკბილეული ამოვიღე, დავიკელი 20 კილოგრამი, რამაც მოტივაცია მომცა, დავიწყე ქუჩაში სიარული. მესამე ეტაპი იყო დარბაზში მისვლა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g