LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაუბროთ აიტაჯის სკოლის დირექტორზე.. გამლეტმა 2015 წელს ცოლად მოიყვანა 15 წლის გოგო, მისი მოსწავლე ყოფილა, თურმე მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა

2550
fot (4)

სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს მკვლელობის ამბის დეტალებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა მორიგ პოსტს ავრცელებს ფეისბუკ გვერდზე და ამჯერად, იმ სკო­ლის დი­რექ­ტორ­ის შესახებ წერს, სადაც საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახ­მა­რო­ვა სწავ­ლობ­და.

სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, აი­თა­ჯის მამა მომ­ხდარ­ში სწო­რედ დი­რექ­ტორ­სა და გოგონას დე­დას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

„დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სცადა სახლიდან გაქცევა, დედამისმა კი უკან მიაბრუნა..“ – რას წერს სამირა ბაირამოვა 

„ოჯახში პრობლემა ყოფილა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას მამაზე

სამირა ბაირამოვას მორიგ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ახლა მოდით ვისაუბროთ აიტაჯის სკოლის დირექტორზე.

❗️სკოლის დირექტორი გამლეტ ისმალილოვი ამავე დროულად პროპორციული სიით დმანისის საკრებულოს წევრია. „20. გამლეტ ისმაილოვი-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. იმავე სოფლიდან მაჟორიტარი დეპუტატის შვილის (არასრულწლოვანი) ამ დღეებში გადაიხადეს ქორწილი, ისიც ორი წელია დანიშნული ყოფილა და სკოლაში არ დადიოდა.

❗️2015 წელს გამლეტმა ცოლად მოიყვანა 15 წლის აიტანს (გვარი არ ვიცი). აიტანი მისი მოსწავლე ყოფილა. მაშინ თურმე სოფლიდან შსს-ს მიმართეს გამლეტისა და სხვა ადამიანების თაობაზე, ვინც არასრულწლოვანი გოგონებთან შექმნას ოჯახი. გამოძიება დაწყებულა, მაგრამ გამლეტის გარდა ყველა დაჯარიმებულა. როცა გამლეტის ბავშვი დაიბადა, შვილი მის მეუღლეს სახელზე გააფორმეს,(ჯარიმის გამო) ამ წელს მისმა შვილმა პირველ კლასში დაიწყო სწავლა და ოფიციალურად ახლა მამამისის გვარზე გადაიტანეს. სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა თურმე, დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მაგრამ იწერებოდა ნიშანი.

❗️გამლეტის უმაღლესი განათლება საეჭვოა, მას დამთავრებული აქვს კოლეჯი, მაგრამ მერე თავისთვის და მამამისთვის უყიდია დიპლომი

❗️როგორ დაიწყო სკოლაში დირექტორად მუშაობა? გამლეტს სკოლის დირექტორის გამოცდა არ ჩაუბარებია, უფრო სწორად ვერ ჩააბარა, ჩაიჭრა. გამლეტი 2018 წელს დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილისა და ყოფილი პარლამენტის დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის დახმარებით გახდა სკოლის დირექტორი.

❗️რაც შეხება აიტაჯის შემთხვევაზე.

აიტაჯი 2022 წლის დეკემბერში დაუნიშნიათ. აიტაჯი სკოლაში 2023 წლის ივნისში, სულ ორი დღე მისულა. როცა დანიშნეს, დედამისი მისულა სკოლაში, დირექტორთან ყოფილა საუბარი და ამ წლების განმავლობაში დირექტორი მარტო აიტაჯისთვის კი არა სხვა გოგონებისთვისაც ზრუნავდა. ის სკოლის მასწავლებლებს სკოლიდან განთავისუფლებით არაერთხელ დამუქრებია. მასწავლებლებს კი, ვინც სკოლაში არ დადიოდა, მათთვის უწერიათ ნიშანი..

❗️რაც შეხება აიტაჯის მოტაცების საქმეზე. ბიჭის მხრიდან იძულებით არ მომხდარა. თურმე დედამ აიტაჯი წაიყვანა მარნეულში, ვითომ რაღაცა საქმე აქვთ და აიტაჯისთვის ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა, მარნეულში აიტაჯისდამუქრებია, რომ უნდა გაყვეს მის დანიშნულ ბიჭთან. სრულად დაუცველი აიტაჯის სხვა გზა არ დარჩენია. თურმე ამიტომ რჩებოდა ორი თვე ბიჭის სახლში, რადგან დედამისი უარესად ექცეოდა.

ეს ამბავი ყველასთვის რომ გახდა ცნობილი, სკოლის დირექტორს მასწავლებლები და აიტაჯის კლასელები დაუბარებია თავისი ოთახში, ორი საათის განმავლობაში ყოფილა მის მიერ მუქარის, შიშის ადგილი.

არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები, დმანისის რესურსი ცენტრი, საკრებულო, განათლების სამინისტრო მას იცავს და დაიცავს ყველა მასწავლებელს ამ საქმეში და ეს შეხვედრაც თურმე დავალებით ახორციელებს.

შესაბამისად მასწავლებლები შეთანხმებული არიან, რომ როგორც საჭიროა ისე ილაპარაკებენ, ასევე ილაპარაკეს პოლიციაში.

მოსწავლეებიდან რამდენიმეს კი აიტაჯის ნიშნობის ფაქტზე უსაუბრია პოლიციაში.

აიტაჯის მამა მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს მეუღლეს და სკოლის დირექტორს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო დაიცავთ მართლა? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 2015 წელს ამ დირექტორს ბრალი რატომ არ დაუყენეთ? რატომ არ დაჯარიმეთ?“, – წერს სამირა ბაირამოვა.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.

სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

ცნობისთვის, პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g