„დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა.. ერთხელაც კი მოახერხა სახლამდე მიღწევა. მაშინ დედამისმა უკან ქმრის სახლში დააბრუნა,“ – აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ავრცელებს და ქმრის მიერ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
„მისი იძულებითი დანიშვნის მიზანი ბიჭის ოჯახის სიმდიდრე ყოფილა.. აიტაჯის ოჯახს ერთ დროს მარნეულში ქირითაც უცხოვრიათ,“ – წერს ბაირამოვა.
დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა ერთხელაც კი მოახერხა სახლამდე მიღწევა. მაშინ…
Posted by Samira Bayramova on ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2023
გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ქმარმა, 27 წლის ასიმ ასლანოვმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კაცი, რომელიც მიმალვაში იყო, პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა.
ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა