LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14 წლის მოკლული გოგონა თაობათა ბრძოლის სიმბოლოცაა. დედამისს სურდა მისნაირი ყოფილიყო. არ იყო დედამისისნაირი – წინააღმდეგობას წევდა და მოკლეს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

2520
fot (5)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას  პატიმრობა შეუფარდეს.

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ აითაჯ შახმაროვა „მოკლული გოგონა თაობათა ბრძოლის სიმბოლოცაა“.

„14 წლის მოკლული გოგონა თაობათა ბრძოლის სიმბოლოცაა.

დედამისს სურდა ის მისნაირი ყოფილიყო.

არ იყო დედამისისნაირი – წინააღმდეგობას წევდა და მოკლეს.

სქესი არ აქვს ბოროტებას.

და ხშირად, ბოროტება ძალიან „ნორმალურია“ – დედის, ან მამისნაირი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სცადა სახლიდან გაქცევა, დედამისმა კი უკან მიაბრუნა..“ – რას წერს სამირა ბაირამოვა 

„ოჯახში პრობლემა ყოფილა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას მამაზე

„ვისაუბროთ აიტაჯის სკოლის დირექტორზე.. გამლეტმა 2015 წელს ცოლად მოიყვანა 15 წლის გოგო, მისი მოსწავლე ყოფილა, თურმე მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა

შეგახსენებთ, 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.

სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

ცნობისთვის, პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g