LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია 500 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

518
ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის წყაროს – 500 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

საპილოტე პროექტი USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და შპს „ფუდსერვისის“ მიერ  ერთობლივად განხორციელდა.

„სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში. ამ კუთხითაც მისასალმებელია USAID-ის როლი, რადგანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დამონტაჟდა.  აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან სემეკის ინიციატივით დაინერგა და საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს ნეტოაღრიცხვის პროგრამა, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით ერთ-ერთი პოპულარული წამახალისებელი ინსტრუმენტია. სწორედ განახლებადი ენერგიების ათვისების წახალისების მიზნით ნეტოაღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გავზარდეთ. ბოლო მონაცემებით, სისტემაში ჩართული 500 კვტ-მდე სადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრე 57 მეგავატს აღემატება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში საპილოტე პროექტების ინიციირებით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში  ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას უწევს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებას.

magti 5g