LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩავედი ბრიუსელში და ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა.. ორივე დაბნეულები ვიყავით, ცოტა უცნაურად მიყურებდა“ – რას წერს ნიკა ნიკვაშვილი ინგა ფერაძეზე

19032
ფორტუნა - 2023-10-17T210751.687

ინგა ფერაძე  მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი მუსიკოსის ბოლო ოცნება ასრულდა და მშობლიურ მიწას მიაბარეს.

„შეუდარებელი ინგა ფერაძის უკანასკნელი გზა..“ – რას წერს ანრი ჯოხაძე გარდაცვლილ მომღერალზე

პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი ფეისბუკზე მომღერალთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

„მაშინ, ალბათ, 25 -ის, ან 26 წლის ვიყავი, როდესაც ღრმა ბავშვობის შემდეგ, ინგა ფერაძის სახელმა ახლიდან შემახსენა თავი. ეს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მის სცენაზე გამოსვლას უკავშირდებოდა და მომენტალურად დავურეკე ჩემს მენაბდეს კითხვით, თუ იცნობდა და თუ დამაკავშირებდა ინგას? რა თქმა უნდა, მანანამ ძალიან ოპერატიულად, მეორე დღესვე გაუკეთა ორგანიზება აღნიშნულ საკითხს და ამ დღიდან ძალიან მოკლე დროში, ავიღე ბილეთი და გავემგზავრე ბელგიაში ინგასთან, ვიცოდი, რაც მინდოდა, მაგრამ სად მივდიოდი, ეგ არ ვიცოდი…

სურვილი მხოლოდ ერთი იყო, რომ ინგას სიმღერები, ყველაფერი აღმედგინა და შემდეგ ალბომის სახით გამოგვეცა.

ვგრძნობდი, მის უნიკალურ ხმას და პიროვნებას, რომლის ყურადღების გარეშე დატოვებაც უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

ჩავედი ბრიუსელში და ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით, ცოტა უცნაურად მიყურებდა, მეც დაახლოებით ასევე. უკვირდა, ასეთ ახალგაზრდას, რატომ მოგინდა ჩემი ალბომის და სიმღერების გაკეთებაო?..

დავიწყეთ მუშაობა, როიალის ნაცვლად ორღანზე გვქონდა რეპეტიციები, გამომიცხადა  – მეტი არ მაქვსო..)) სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი და ინგულის განსაკუთრებულად ძალიან თბილი, გამორჩეული ურთიერთობა. ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული…

ალბომს “ოქროყანის აღმართი”დავარქვით.

ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო“ – წერს ნიკა ნიკვაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მაშინ ალბათ 25 ან 26 წლის ვიყავი, როდესაც ღრმა ბავშვობის შემდეგ ინგა ფერაძის სახელმა ახლიდან შემახსენა თავი, ეს…

Posted by Nika Nikvashvili on Monday, October 16, 2023

 

ვიდეო: „ჩამოვიდა ჩვენი გოგო თავის ნაოცნებარ თბილისში, ახლა უკვე სამუდამოდ დარჩება თავის საყვარელ საქართველოში!“ – ინგა ფერაძე საქართველოში ჩამოასვენეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g