პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოსმენა მიმდინარეობს.
პირველი სიტყვით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს არაეთიკური და კონსტიტუციის დამრღვევი კიდევ ერთხელ უწოდა.
„თქვენ პატარა კაცები უწოდეთ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს.. ბილბორდებზეც ჩავანაცვლეთ.. არავის არ უნდოდით პრეზიდენტად: არც პირველ ტურში და არც მეორეში.
სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პატარა კაცები უწოდა.. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე..
არც მაშინ როდესაც გვარამია მას რეზიდენტად მოიხსენიებდა.. უფრო მეტიც, ეს პატარა კაცი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ხალხმა აგირჩიათ იმიტომ, რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი.. დღეს თქვენ ხართ „ნაცმოძრაობაში.“
ხალხს ეშინოდა ნაციონალი კრიმინალების, თქვენ კი შეიწყალეთ კრიმინალი სულ ცოტა ხნის წინ.. რისთვისაც ხალხმა აგირჩიათ სწორედ იმას უღალატეთ.
ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს ზურაბიშვილს, ის თავად გადადგებოდა..
დღევანდელი პროცესი რომც არ დასრულდეს კარგად, სალომე ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად.
ნაციონალებს კი ღირსება რომ ჰქონდეთ, იმპიჩმენტზე უარს არ იტყოდნენ და დარბაზს არ დატოვებდნენ, მაგრამ რაც არ გაქვს იმაზე უარს ვერ იტყვი..
დაუჭირეთ მხარი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს,“ – განაცხადა თავისი სიტყვის ბოლოს ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი
„პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს“ – ირაკლი კობახიძე