LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება „საზღვაო კარიბჭე“: ანაკლია პირველ გემს 2020 წლისთვის მიიღებს (ფოტოები)

95

ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წლისთვის მიიღებს. პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA MARINE გახდა, შეთანხმებას ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის ხელი დღეს მოეწერა. უკვე ცნობილი გახდა პორტის წინასწარი გეგმა და დიზაინიც, პორტის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად იწყება მუშაობა „ანაკლია სიტის“ პროექტზეც, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება. მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ ჩინურ კომპანიასთან უკვე დაწყებულია და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 340 ჰექტარის ტერიტორიაზე გაშენდება, ნავსადგურის მშენებლობის და განვითარების ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილონტონასმიაღწევს.

„ანაკლიის პორტი გახდება საზღვაო კარიბჭე, მოინიშნება მსოფლიო რუკაზე და უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად იქცევა“ – აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები