LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი, იყო რისკი, შიშით გადათენებული ღამეები (მახსოვს 1 კვერცხს ვერ ვყიდულობდი) მაგრამ გავბედე!” – რაზე წერს დედა სიდონია

183
deda-sidonia_w_h

დედა სიდონია მისი ცხოვრების სირთულეებზე გვიყვება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მონაზონი იხსენებს, თუ რა გზა გამოიარა, სანამ საკუთარ საქმეს დაიწყება.

„მინდოდა სრულფასოვანი და მათი თანასწორუფლებიანი ვყოფილიყავი, ვინც მონაზვნებს “ცაკალელ” თუ უმწეო სეგმენტად აღიქვამდა და მონასტრული ცხოვრების მწირი ცოდნის ფონზე, რაღაც ერთგვარი – სურათის ჩარჩოში მოგვაქცევდნენ, რომელსაც ისინი თავად საჭიროებდნენ, და თუ ამ ჩარჩოდან თითის წვერს მაინც გადმოაცდენდი, მყის კრიტიკა და იმედგაცრუება მოსდევდა მათში.

როგორ შეიძლება გითხრას ასეთმა ადამიანმა, რომ – უყვარხარ, ან ძვირფასი ხარ მისთვის, როცა ყველაზე არსებითს – თავისუფლებაში განვითარებას გიზღუდავენ?!

არადა, კითხულობ, კითხულობ წმინდა მამებს და ხვდები, შენ სულ სხვა გზა აირჩიე, სულ სხვა განვითარების გარემოა, ვიდრე ეს სოციუმი ითხოვს შენგან.

ბევრი ვიავადმყოფე და როგორც კი უკეთესობა ვიგრძენი, გადავწყვიტე საკუთარი შრომით მერჩინა თავი, მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი, იყო რისკი, შიშით გადათენებული ღამეები (მახსოვს 1 კვერცხს ვერ ვყიდულობდი) მაგრამ გავბედე!

ალბათ, იმდენად თავდაჯერებული და თვითკმაყოფილი გავხდი საკუთარი წარმოდგენების აღსრულებისას, რომ ირგვლივ მყოფებში ფრიად არაობიექტური სურათი შემიქმნია. წლებია მესმის, რომ თურმე ვარ “მდიდარი” ძლიერი, მე რა მიჭირს და ა.შ.

მეც ხომ ეს მინდოდა თითქოს, მაგრამ პარალელურად ამ ცრუ აღქმისა, გამოჩნდა უამრავი ფინანსური დახმარების მთხოვნელი, რომლებიც, რომ ვერ უწვდი ხელს – ნაწყენდებიან თურმე, არ გვეხმარებაო! …

ალბათ ეს ილუზია ჩემს ირგვლივ მყოფი წარმატებული ადამიანების სიმრავლემაც გამოიწვია!

და აქ რა ხდება ნახეთ, როდესაც ჩემს პატარა სენაკს ვაკეთებდი, და უამრავს ვშრომობდი, ერთი დეპუტატი მეკითხება, კი მარა ის ცნობილი მომღერალი არ გეხმარება? ის მომღერალი მეკითხება – ის ბიზნესმენი არ გეხმარება ამდენი რომ არ იშრომო? ის ბიზნესმენი მეუბნება… ის მონაზონი მეკითხება, კი მარა ის ცნობილები რომ მოდიან რაღაცას არ გიტოვებენ?

არ ვიცი ვის რას, ან რატომ უტოვებენ, მაგრამ მე დღითი დღე ვიზოლირდები ამ ილუზიებში მყოფ გარემოცვასთან!

მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა 2 – 3 ახლობელს, რომელთა გულწრფელობა მაძლევს იმ იმედს რომ უკიდურესად თუ გამიჭირდა, მეგულებიან.

ჩემი რეალური შემოსავალი ხომ ხელნაკეთებია, მერე ხომ ისევ მასალა უნდა შევიძინო, ხელოსანი გავისტუმრო. მომწონს მე ეს ყველაფერი, დამოუკიდებლობას მაძლევს, მაგრამ ასეთი წარმოდგენები და ზღაპრები ჩემს შესაძლებლობებზე?

კი, როცა სხვას დავხმარებივარ, ჩემი თავისთვის დამიკლია, რადგან პრიორიტეტებით, იდეებით ცხოვრებაა ჩემი ბედნიერება“,- წერს დედა სიდონია ფეისბუქში.

ალბათ, სწორედ ამ თავდაჯერებულ და ბედნიერ იმიჯს შეჰყავს ხალხი შეცდომაში.

P.S. და, რა ძვირფასია ის ადამიანები ჩემთვის, ვინც იმ უცნაურ, გარდამავალ ეტაპზე ჩემს გვერდით იყო! ამოიცნობენ თავს!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g