LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„45 წლის ასაკში ვიპოვე ჩემი თავი.. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის შეიძლება შეცვალო ცხოვრება” – ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე

479
Capture

როგორ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ – ამ თემაზე ფსიქოლოგმა ლალი ბადრიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პროფესია 45 წლის ასაკში შეიცვალა.

„45 წლის ვიყავი, როდესაც პროფესია შევიცვალე. ყველა მეუბნებოდა, რაღა დროს პროფესიის შეცვლააო..

მე ვარ დღეს ბედნიერი ადამიანი იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამით.

მე ვიპოვე ჩემი თავი 45 წლის ასაკში, თუმცაღა ძალიან დიდი გზა გამოვიარე აქამდე. დეპუტატიც კი ვიყავი, სულ მაინტერესებდა რა იყო არჩევნები.. სტუდენტიც მყოლია 67 წლის, რომელმაც ამ ასაკში გადაწყვიტა ფსიქო-კონსულტანტი გამხდარიყო და გამოცდებით ყველაზე კარგად ჩააბარა.

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის შეიძლება შეიცვალო. როცა იგრძნობ, რომ რაღაცა სიახლე გინდა ისეთი, რომელიც გაგაბედნიერებს, ნებისმიერ ასაკში უნდა მოსინჯო”, – აღნიშნა ლალი ბადრიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g