გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით: „ბავშვები ღაზაში კატასტროფულ სიტუაციაში არიან.. მშობლებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ მარილიანი წყალი დაალევინონ,“ – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ორგანიზაციის სპიკერი, ტობი ფრიკერი BBC News-ს არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა.
„ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ოთხი და შვიდი წლის გოგოები ჰყავს… ის, უბრალოდ, ცდილობს, გოგოები დაიცვას და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
ის გვიყვებოდა, თუ როგორ სვამენ ბავშვები მხოლოდ მარილიან წყალს.
ქალიშვილი დედას ეკითხება: „დედა, რატომ არ შემიძლია ნორმალური წყალი დავლიო, როგორც ეს ჩვეულებრივ დღეებში ხდებოდა?..“
ბავშვებს არ სურთ წყლის დალევა, რადგან ის ძალიან მარილიანია. ისინი განიცდიან დეჰიდრატაციას და დაავადების რისკი ძალიან რეალურია,“ – ამბობს ფრიკერი.
რომის პაპი: ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას, დაე, ცეცხლი შეწყდეს
გაერო – ღაზის მოსახლეობა დახმარების ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და სხვა მარაგი გაიტაცა