LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანა მესხი: „არც ერთხელ ვყოფილვარ გათხოვილი, მყავს 4 წლის არაჩვეულებრივი გოგო. ოჯახი გამართლების საკითხიც არის…“

623
ნანა მესხი

„ფარვანას“ ავტორი, კომპოზიტორი ნანა მესხი „შუადღესთან“ ამბობს, რომ არასდროს ყოფილა გათხოვილი:

„მე მაქვს უზარმაზარი გამოცდილება – არც ერთხელ ვყოფილვარ გათხოვილი. 4 წლის არაჩვეულებრივი გოგო მყავს. ოჯახი გამართლების საკითხიც არის. ზოგისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საყრდენია. მიიჩნევს, რომ თუ სახლში მეუღლე არ ელოდება, დავიღუპეთ და ცხოვრება დამთავრდა, ზოგისთვის – პირიქით. ჩარჩოა, ყოველდღიურად ემოციების ცვეთაა. ვისთვის როგორ. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი და ქორწინება არ მომწონს. უბრალოდ, ასე ამეწყო ცხოვრება. აბსოლუტურად არაფერს ვნანობ. კმაყოფილი ვარ იმ გზით, რაც დღემდე გავიარე. საკმაოდ დიდი გოგო ვარ. ქორწინებაში შესვლის მძაფრი სურვილი არასდროს მქონია, მაგრამ ყვარებია და არაერთხელ. უფრო მგონია, რომ ეს გარემოებამ გამოიწვია. იყო ოჯახური ტრაგედიები, რამაც განაპირობა, რომ ნაკლებად მცხელოდა ამ თემისთვის. მერე კი ისე მოხდა, რომ სიტუაცია იქამდე არ მიდიოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემოციების ნაკლებობა იყო. თითქოს ბოლო წერტილამდე არ მიდიოდა. ახლა არა მგონია, მივიდეს. მაინც მირჩევნია ურთიერთობა, რომელიც 24-საათიან ცვეთაზე არ არის მიბმული.

მე რომ ვყოფილიყავი 20 წლის და მაშინ გამეჩინა, მაშინაც ალბათ დიდად არ ვიდარდებდი შვილის გაჩენას, მაგრამ უფრო ვიფიქრებდი, ვინ რას იტყოდა. ასეთ ასაკში როცა გავაჩინე, საკმაოდ ბევრი გავრისკე და გავაკეთე კიდეც, 4 წლის არაჩვეულებრივი ნიცა მყავს და საერთოდ არ მაღელვებს არავის აზრი ამ თემატიკაზე. მეზობელმა მაყვალამ რა თქვა…“

ცნობილი კომპოზიტორის ბედნიერება: „ნიცას დაბადება ჩემს უამრავ კეთილისმყოფელს გაუხარდა, დანარჩენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შურისა და ინტრიგებისგან თავდასაცავად ჩემი ჯავშანი მაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g