მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ხუთი ელექტროსადგურის განვითარება-ხელშეწყობის პროექტსა და მათი განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების შესახებაც იმსჯელეს.
სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.