„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ბერაიას მიერ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ელისაშვილმა ბერაიას მიმართა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა:
„კაცი არ ხარ? სიტყვები, რაც თქვი, პირიდან როგორ ამოგივიდა? ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო“, – მიმართა ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ბერაიას.
ელისაშვილის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დარბაზი დაატოვებინა:
„დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ. „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში, გთხოვთ, არ იყოს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.