გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მსახიობი დათი დარჩია იყო.
დათო დარჩიამ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალების მერე მისმა მესამე მეუღლემ პანაშვიდზე არ მიუშვა.
„ფოტოებზე რომ ვუყურებ და თვალებზე ვაკვირდები, იქაც „სიაფანტი“ გამოხედვა აქვს, ვგულისხმობ, რომ არ უნდა ყოფილიყო ცუდი არტისტი, მაგრამ რატომ დაანება მსახიობობას თავი, არ ვიცი. შესაძლოა, შემოსავლის გამო. მე რომ პატარა ვიყავი, მამა უკვე კულტურის სახლის დირექტორი იყო. 7-8 წლის ვიყავი, მშობლები რომ ერთმანეთს დაშორდნენ, მამას ვნახულობდი, მაგრამ ხშირად არა. ხან ვბრაზდებოდი ხოლმე, მაგრამ ამას არ ვეუბნებოდი.
მამას სამი ცოლი ჰყავდა. (ეს ძალიან მიკვირს ჩემი ბუნებიდან გამომდინარე)..
ბოლოსკენ ჩვენი დაშორება მოხდა.
მამა საავადმყოფოში ერთხელ ვნახე. ვერ ვგრძნობდი, რომ უნდა გარდაცვლილიყო. ამ დროს სკოლას ვამთავრებდი. მამაჩემის პანაშვიდებზე არ ვყოფილვარ, მისმა მეუღლემ არ მოინდომა ჩემი მისვლა… ამ ქალს ვიცნობდ, სანამ მეუღლე გახდებოდა, მაშინაც ვიცნობდი, ბოლო წლებში მამა წყნეთში ტურბაზის დირექტორი იყო და მაგ ამბავს შეეწირა, ნერვიულობდა.
ძალიან გავბრაზდი პანაშვიდზე რომ არ მიმიშვეს. ბუკნარში გადაასვენეს და იქ მივედი. მერე ამ გაბრაზებამაც გადამიარა ამ ქალზე. უყვარდა ამ კაცს და შვილი ჰყავდა. ჩემი და არის, რაზეა საუბარი. მერე საზღვარგარეთ წავიდნენ. მამას პირველი მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა, იმ ქორწინებიდან კიდევ ერთი უფროსი და მყავს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს წლებია“- ამბობს დათო დარჩია.