LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ტურისტებს ხეებთან ჩახუტება აუკრძალეს

130
_methode_times_prod_web_bin_2fe6b974-7290-11ee-b9bb-a19d1562d9ff

ესპანური ქალაქის კაბესონ-დე-ლა-სალის მერიამ ტურისტებს ადგილობრივ ტყეებში ხეებთან ჩახუტება აუკრძალა. უჩვეულო ინფორმაციას The Times ავრცელებს.

ბოლო წლებში ხეები ტურისტების შემოტევისგან ძალიან დაზიანდნენ, ვიზიტორები მათ ქერქს აფუჭებენ, ფესვებს თელავენ და ამ ყველაფერს ჩახუტების დროს აკეთებენ.

მომავალში მერია გეგმავს, ქვეითთა ბილიკები ისე მოაწყოს რომ ტურისტებმა ხეებთან მისვლა ვეღარ შეძლონ. გარდა ამისა, განიხილება ტყის მონახულებისთვის გარკვეული საფასურის დაწესებაც. შემოსულ ფულს დამატებითი დაცვის დაქირავებისთვის დახარჯავენ.

ტყე, რომლის ფართობიც 2,5 ჰექტარია, 1940-იან წლებში ხელოვნურად შეიქმნა და იქ 840-მდე სეკვოია ხარობს. თავიდან ხეების დარგვის მიზანი შეშა იყო, თუმცა 2003 წელს ტყე ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა. მას შემდეგ ამ ტყეს წელიწადში 200 ათასი ტურისტი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები