LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოკვლევებმა აჩვენა…“ – 54 წლის მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

996
page

როგორც ცნობილია, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი  28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესის სახლის აბაზანაში, ჯაკუზში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მოგეხსენებათ, პერი წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკო-დამოკიდებულებას, ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ის ზედოზირებით გარდაიცვალა.

„ის სრულიად მარტო იყო“ – ინტერნეტსივრცეში მეთიუ პერის უკანასკნელი ფოტოები ვრცელდება

ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, შემთხვევის ადგილზე ვერც ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

„პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ პერი ნარკოტიკების ზედოზირებით არ გარდაცვლილა. მის სისხლში, არც ფენტალინი იყო აღმოჩენილი, არც მეტამფეტამინი. თუმცა ახლა უფრო ძირეული კვლევები მიმდინარეობს“, –  ნათქვამია განცხადებაში.

მეთიუ პერის ავტობიოგრაფიული წიგნი „ამაზონის“ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა

ცნობისთვის, მეთიუ პერის ავტობიოგრაფიული წიგნი „ამაზონის“ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა. მსახიობი მემუარებში ნარკოდამოკიდებულებასთან და დეპრესიასთან ბრძოლის შესახებ საუბრობდა.

„ჩვენ ოჯახი ვიყავით, როცა შეგვეძლება, გაცილებით მეტს ვიტყვით“ – „მეგობრების“ პირველი განცხადება მეთიუ პერის გარდაცვალების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები