LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

134
grant

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორები – ტიმ ვაგნერი, საშა მიჩაუდი, მარვინ ლიაო, ზაზა ფაჩულია, აიაშ პუმბრა – იყვნენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. აღნიშნული პროგრამის ათი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან გამოვლენილ ფინალისტებს საინვესტიციო კომისიის წინაშე საკუთარი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები