LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლექსი არესტოვიჩი: მოქალაქეების რწმენაზე, რომ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა მეკისრება, იმ დროს შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ

145
ალექსეი არესტოვიჩი

„მართალია, რიგითი მოქალაქეების რწმენაზე, რომ ჩვენ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა პირადად მე მეკისრება, თუმცა არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას, იმ დროს მე შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ამ ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

ოლექსი არესტოვიჩი: ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი სოციალურ ქსელში წერს, „თუ კიდევ ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ისეთი პოლიტიკა იქნება, როგორიც ახლა არის, უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს“.

„დიახ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას“ – ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

„ბევრს ეწყინა, რომ ნატო-ს სანაცვლოდ ტერიტორია შევთავაზე, თუმცა მე სანაცვლოდ ტერიტორია არ შემითავაზებია, მაგრამ ბოლომდე არავინ კითხულობს. ასე რომ, პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, თუ კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელი ასეთი „წარმატებული“ პოლიტიკა გვექნება, როგორიც ახლა, შეგვიძლია, ნატო დავივიწყოთ. ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ზოგიერთ გარანტიაზე გაწევრიანების გარეშე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შეგიძლიათ, გაეცნოთ NBC-ის სტატიას. ერთი წლის შემდეგ კი, ესეც არ მოხდება. იქნება კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება ახალი სახელით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, გამოსწორდეს, იფიქრეთ ამაზე“, – წერს არესტოვიჩი.

 

– Пересічний гражданин и Офис президента против Залужного, ЕС, США, Арестовича и здравого смысла.Правда, значительная…Posted by Олексій Арестович on Saturday, November 4, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g