LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი არესტოვიჩი: ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა

153
BeFunky-collage

რისკებს ვაფასებ ფხიზლად, არ მეშინია. ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში ხელს არ შემიშლის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე როგორ აფასებს რისკებს, რომელიც მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან არის დაკავშირებული, არესტოვიჩმა ასე უპასუხა:

„პარტნიორების მიწვევით საზღვარგარეთ ვიმყოფები, სადაც ბევრ შეხვედრაზე მთავარი სპიკერი ვარ. რისკი საკმარისად ბევრია. რა არ მიწოდეს, მოღალატიდან დაწყებული, სისხლის სამართლის დამნაშავით დამთავრებული. არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ აღძრულია უმაღლესი რადას დეპუტატების მიერ და ეს აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა. ყველაფერი ამის ცვლილებაა საჭირო. რისკებს ვაფასებ ფხიზლად, სრულიად არ მეშინია. აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხელს არ შემიშლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში. ადამიანი არის უდანაშაულო, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. არ ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება“, – ალექსეი არესტოვიჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g