მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე იუბილარია. მას 43 წელი შეუსრულდა.
„გილოცავ სცენის ვარსკვლავო და გენიოსო“ – ანრი ჯოხაძეს მეგობრები იუბილეს ემოციურად ულოცავენ
„ძამი გილოცავ!!!უფლის მფარველობა, წარმატება, იხარე, იმრავლე და იდღეგრძელე“, – წერს მაგდა ჯოხაძე და იუბილარ ძმასთან ერთად ერთობლივ ფოტოებს გვიზიარებს.
happy birthdey !!!?❤️❤️❤️❤️❤️❤️
ძამი გილოცავ!!!❤️უფლის მფარველობა,წარმატება,იხარე,იმრავლე და იდღეგრძელე . ❤️❤️❤️Posted by Magdalena Jokhadze on კვირა, 05 ნოემბერი, 2023
პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მილოცვებს უერთდებიან ანრის გულშემატკივრები.
„იხაროს, იდღეგრძელოს, იბრწყინოს, იკაშკაშოს, ივარსკვლავოს, კარგი ოჯახი შეექმნას და თქვენი გული ეხარებინოს“,
„ჩვენო საყვარელო სუპერ მომღერალო გილოცავ დაბადების დღეს“, „ვულოცავთ საქართველოს არწივს !!! დღეგრძელობა და წინსვლა!!!“, – წერენ კომენტარებში.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ულოცავს ანრი ჯოხაძეს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.