ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი კირბალში სამძიმრებს იღებს.
სოფელში მესამე დღეა პოლიციაა მობილიზებული.
თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური „მთავარ არხთან“ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ მისი ძმა თანასოფლელთან ერთად მშობლების საფლავზე იმყოფებოდა, მოგვიანებით გადაწყვიტეს სოფლის ეკლესია მოელოცათ, რომლის კარიც გასულ ზაფხულს რუსებმა აჭედეს.
„ჩემ ძმას უყვარდა ეკლესია. ჩემი ძმა იყო უშიშარი. სადაც გინდა ყოფილიყო, მივიდოდა და ყველა ეკლესიაში მოილოცავდა, სანთელს დაანთებდა, შეიძლებოდა ჭიქა ღვინო დაელია. ეგ იყო ჩემი ძმა, თამაზ გინტური, რომელიც შევიდა ეკლესიაში, ლომისა გენაცვალეო. ყველა კადრი მძიმე სანახავია, რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის,“ – ამბობს ნიკოლოზ გინტური.
“ეგ იყო ჩემი ძმა, რომელიც შევიდა ტაძარში და თქვა ლომისა გენაცვალეო…” | ნიკოლოზ გინტური
“ეგ იყო ჩემი ძმა, თამაზ გინტური, რომელიც შევიდა ტაძარში და თქვა ლომისა გენაცვალეო… ყველა კადრი მძიმე სანახავია” | თამაზ გინტურის ძმა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2023