თამაზ გინტურის ბოლო ინტერვიუს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ვიდეოში გინტური საუბრობს იმის შესახებ, რომ ლომისას ეკლესიამდე ასვლას ოკუპანტები კრძლავდნენ.
„აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვერ ავალთ, ვიღაცა რომ ავიდეს მიჰყავთ ეგრევე,“ – აღნიშნავს თამაზ გინტური.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.