LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმი დერეკი“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცია – 57 წლის პატრიკ დემპსიმ პედრო პასკალი და ტიმოტი შალამე ჩამოიტოვა

139
mycollages-1

ჟურნალ People -ის ყოველწლიური რეიტინგის ლიდერი მსახიობი პატრიკ დემპსია.

57 წლის ვარსკვლავი გამოცემამ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

რეიტინგი წლის მანძილზე დაგროვილი ხმებით შედგა და „ექიმ დერეკ შეპარდის“ როლის შემსრულებელი დემპსიც საუკეთესოდ დასახელდა.

სერიალ „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა.

ამავე ჩამონათვალში ყველაზე სექსუალურ მამაკაცებად დასახელდნენ პედრო პასკალი, ტიმოტი შალამე, აშერი, ჯეიმი ფოქსი და ლენი კრავიცი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები