LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის გაუმართაობის ტოპ–10 მიზეზი, როდესაც აუცილებლად უნდა მივაკითხოთ სპეციალისტს

77

ანალიტიკოსებმა რეიტინგი შეადგინეს, რომელიც იმ ათ გაუმართაობას მოიცავს, რომელთა იგნორირებაც უბრალოდ არ შეიძლება. ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მალევე უნდა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის რემონტი მნიშვნელოვნად გაძვირდება.

პირველ რიგში, სპეციალისტები გვირჩევენ საკონტროლო ნათურებს მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც ტრანსმისიის, ძრავის ან და სხვა ნაწილების გაუმართაობაზე მიგვანიშნებენ.

განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილის სამუხრუჭე სისტემას უნდა მიექცეს, ის ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს.

სერიოზულად უნდა მიუდგეთ საჭესაც, რადგან საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ავტომობილის უსაფრთხო და კომფორტულ მართვაზე ახდენს გავლენას.

კიდევ ერთი პრობლემა ავტომობილის სავალი ნაწილია, რომლის შეკეთების გადადება კარგი არ არის.

შესაძლოა დიდ პრობლემად გადაიქცეს გამაგრილებელი სისტემის გაუმართავი მუშაობა, ნებისმიერმა ავტომობილისტმა იცის ძრავის შეკეთებასთან დაკავშირებული სირთულეები.

შემდეგ საწვავის სისტემა და მისი მექანიკური დაზიანება მოდის, რომლებიც დაუყონებლივ უნდა შეკეთდეს.

ყურადღება არ უნდა მოადუნოთ „მუშა“ სითხეების მიმართაც, თუკი მძღოლი ზეთებს არ გამოცვლის, მაშინ ძვირადღირებული რემონტისთვის მოუწევს თანხის შეგროვება.

სიას გადაცემათა კოლოფი და ელექტროკვება ასრულებენ –  აქ ნებისმიერ გადაცდომას უნდა მიექცეს ყურადღება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები