LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომეო მიქაუტაძემ USAID-ისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

138
New Project (2)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობდა, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, რეფორმებს, გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს შეეხებოდა.

სემინარში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკის სექტორში ჩართული სხვა მხარეების წარმომადგენლები.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4596 მგვტ-ია.

„ქვეყნის ადგილობრივი გენერაციის ძირითადი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. მათგან ძირითადი დატვირთვა მარეგულირებელ ჰესებზე მოდის და მთლიანი კალათის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მიქაუტაძემ სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის მიზანს განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

მინისტრის პირველი მოადგილე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც საქართველოსა და კავკასიის ენერგეტიკულ სისტემას რუმინეთთან დააკავშირებს. საუბარი ასევე წარიმართა ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ნავთობისა და გაზის მოპოვების მიმართულებით არსებულ სიახლეებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g