რობერტ პატინსონი და სუკი უოტერჰაუსი ამჯერად პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. ახალ ფოტოებს, რომლებიც მედიაში უკვე გავრცელდა, უამრავი თბილი კომენტარი ახლავს. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, როგორც შესცქერიან ერთმანეთს ცნობილი მსახიობი და მისი რჩეული.
37 წლის რობერტ პატინსონი და 31 წლის სუკი უოტერჰაუისი 2018 წლიდან ერთად არიან. ახალ ფოტოებზე სუკი უოტერჰაუსი ტყავის ქურთუკსა და კეპშია გამოწყობილი და ფანტასტიკურად გამოიყურება.