LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა აღიარა: ახალ GLC-ის შესაძლოა მინა მოძვრეს

143
mercedess-benz

Mercedes-Benz-მა აღიარა: ახალ GLC-ის შესაძლოა მინა მოძვრეს. გერმანულმა კომპანიამ აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტოს შეატყობინა, რომ ახალი კროსოვერების ნაწილს საქარე, გვერდითი და უკანა მინები არასწორად აქვს დამონტაჟებული. პრობლემა ხარისხის კონტროლის ეტაპზე გამოავლინეს: გამოძიების შედეგად კი დადგინდა, რომ ყველაფერი უხარისხო წებოს ბრალია. პირველად დეფექტის შესახებ სექტემბრის თვეში გახდა ცნობილი და გაუმართავი Mercedes-Benz-ების მფლობელებს 2 იანვრიდან გააფრთხილებენ.

Mercedes-Benz-ში აღნიშნეს, რომ გაუმართაობა ახალი GLC-ის პასიურ უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას: ავარიის შემთხვევაში აირბაგები ცუდად იმუშავებს, რადგან ფანჯრებით არ იქნება დაფიქსირებული. კომპანიამ აღიარა, რომ აწყობის პროცესში კონვეიერზე ცუდი წებო მოხვდა და ამიტომ საქარე მინა ავტომობილს შესაძლოა პირდაპირ გადაადგილების დროს მოსძვრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები