LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი „გორბის“ კვლევაზე: „რა შედეგებზეც საუბრობთ, არის კობახიძის, ივანიშვილის, ალბათ, პუტინისა და ლავროვის სიზმარი“

146
Untitled design (2)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ქართული ოცნება“ – 55%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%

როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, აღნიშნული კვლევის შედეგები ხელისუფლების წევრების „სიზმარია“.

„კობახიძის სიზმრების კომენტირება არის მძიმე. ის, რა შედეგებზეც თქვენ საუბრობთ, არის კობახიძის, ივანიშვილის, ალბათ, პუტინისა და ლავროვის სიზმარი იმიტომ, რომ უნდათ „რუსული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს.

ნებისმიერი კვლევა მარტივ ჭეშმარიტებას აჩვენებს, ოპოზიცია რუსულ პარტიაზე იმარჯვებს, თუ სწორი კონფიგურაცია დადგება. რას გულისხმობს ეს კონფიგურაცია: თუ ოპოზიციაში გადაადგილებები და ერთობები ლოგიკური იქნება, ის კი არა, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ძიძგნიდეს, არა. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცა, „გამარჯვების კოალიცია“ რომ გავაკეთეთ.

მათემატიკურად, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ რუსული პარტიის გაგონება ამ ქვეყანაში 60%-დან 75%-მდე ადამიანს არ უნდა. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება სწორად ისე, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში „რუსული პარტია“ დამარცხდება, მხოლოდ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციამ ერთმანეთის თემებში განხილვებში შესვლა. ერთ პირში უნდა ვისაუბროთ მტრის წინააღმდეგ. ვისაც შეუძლია ერთმანეთთან დასხდომა და ლაპარაკი, ილაპარაკონ და გამსხვილდნენ. ამ შემთხვევაში, ადამიანებს გაუჩნდებათ იმედიც, და რწმენაც და ეს შედეგებზეც აისახება“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა – სტრატეგია აღმაშენებელია“.

კვლევის შედეგების მიხედვით, სხვა პარტიების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – 4%

„ლელო“ – 4%

„ევროპული საქართველო“ – 3%

„საქართველოსთვის“ – 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%

„ლეიბორისტული პარტია“ – 2%

„მოქალაქეები“ – 1%

„გირჩი“ – 1%

სხვა 5%.

ამავე თემაზე:

„დღეს რომ ჩავატაროთ არჩევნები, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის – დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს“ – ირაკლი ზარქუა „გორბის“ კვლევაზე

ბექა ლილუაშვილი: დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდება – კოჭებში გეტყობათ, ბიჭებო, როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დაიწყეთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება

„კვლევა კი არა, დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას.. ჩვენი ამოცანაა, 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობა პირველ ადგილზე გავიდეს – პაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევაზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g