LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

118
სამუშაო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებად უმუშევრობას, ცხოვრების ღირებულებას, მაღალ ფასებსა და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს.

გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრისას ქართველების 37%-მა უმუშევრობა პირველ პასუხად დაასახელა (კიდევ 18%-მა მეორე პასუხად).

17%-მა პირველ პასუხად ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები დაასახელა (22%-მა მეორე პასუხად).

სხვა ზოგადი ეკონომიკური პრობლემები ჯამურად 16%-მა დაასახელმა, ხოლო სიღარიბე – 13%-მა.

შემდეგ მოდის განათლება (ჯამში 8%), პოლიტიკური პოლარიზაცია (ჯამში 5%), გარე კონფლიქტები და ომი (ჯამში 5%), ჯანდაცვა (ჯამში 5%), დაუცველობა (ჯამში 5%), ახლანდელი მთავრობა (ჯამში 4%) და შიდა კონფლიქტები (ჯამში 4%).

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g