LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩათვალეთ, ოპერატიულ ინფორმაციას გეუბნებით ჩემი წყაროებით, მათი შიდა ინსტიტუციური წყაროებიდან გამოსული ინფორმაციით“ – კახა ქემოკლიძე

397
BeFunky-collage (3)

„რა 55-60%, დღეს „ქართულ ოცნებას“ რეალურად 30%-ის აღებაც კი უჭირთ და ეს პირდაპირ ფურცელზე დადასტურებული აქვთ საკუთარ კვლევებში“, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ქართული ოცნება“ – 55%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%

კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები მისთვის „ოცნების“ შიდა ინსტიტუციური წყაროებიდან გამოსული ინფორმაციით გახდა ცნობილი.

„ქართული ოცნება რასაც ახლა აკეთებს, ეს არის ადამიანის კოგნიტიურ სივრცეზე ზემოქმედება, აღქმებზე ზემოქმედება ხელოვნური მანიპულაციით. სამეცნიერო ტერმინით და ცოტა უსაფრთხოების და დაზვერვის სფეროდან რომ გიპასუხოთ, ეს ასე ჟღერს: ის ქმნის ხელოვნურ აღქმებს ადამიანის ცნობიერებაში, რომ თითქოს და „ქართულ ოცნებას“ აქვს 55-60%, რაც აბსურდია.

„დღეს რომ ჩავატაროთ არჩევნები, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის – დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს“ – ირაკლი ზარქუა „გორბის“ კვლევაზე

რა 55-60%, დღეს მათ რეალურად 30%-ის აღებაც კი უჭირთ და ეს პირდაპირ ფურცელზე დადასტურებული აქვთ საკუთარ კვლევებში. ჩათვალეთ, რომ ოპერატიულ ინფორმაციას გეუბნებით ჩემი სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის მათი შიდა ინსტიტუციური წყაროებიდან გამოსული ინფორმაციით“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ბექა ლილუაშვილი: დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდება – კოჭებში გეტყობათ, ბიჭებო, როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დაიწყეთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება

„კვლევა კი არა, დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას.. ჩვენი ამოცანაა, 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობა პირველ ადგილზე გავიდეს – პაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევაზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g