LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

128
11

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა უნგრეთის დედაქალაქში შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს.

მინისტერიალი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიარტოს  და საქართველოს ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის გამოსვლებით გაიხსნა.

ლევან დავითაშვილმა საკუთარი გამოსვლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე საუბრით დაიწყო. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ეკონომიკური, მათ შორის, ენერგეტიკული ინტეგრაცია. მან მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგოსექტორში არსებული სურათი გააცნო.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა რეგიონული ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პროცესში. ლევან დავითაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ჰიდროენერგიის განვითარების კვალდაკვალ საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მზისა და ქარის რესურსების გამოყენება და ამ მიმართულებითაც უკვე არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g