თბილისში 45 წლის მამაკაცს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ვიაჩესლავ (სლავიკა) გვალია სახლიდან 14 ნოემბერს, დილის 09:00 საათზე, (ქვ.ფონიჭალა) გულბანის ქუჩიდან, ე.წ. მეხშუბის დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავიდა. ინფორმაციას „რუსთავი2″ ავრცელებს.
ოჯახის ინფორმაციით, მას ღია ფერის ჯინსის ქურთუკი და ღია ფერის ჯინსის შარვალი აცვია.
საკონტაქტო ნომრები:
555 60 78 12 მეუღლე
593 14 81 43 დედა
