LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა მჭედლიძე: „ახლა რაც მოხდა, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ – მაყურებლისთვისაც…“

1092
ანა ჭედლიძე

წლებია, მსახიობი ანა მჭედლიძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამუნას როლს ასრულებს. სერიალის ბოლო ეპიზოდებში, მაყურებლებისთვის თამუნას ცვლილება განსაკუთრებულად თვალში საცემი გახდა და დიდი მოწონებაც ხვდა წილად მის მტკიცე ხასიათს… მსახიობი ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.

შოთიკო ნოზაძესთან (თენგოს როლის შემსრულებელთან) თანამშრომლობის მერე, შენს ლექსიკონში უცენზურო სიტყვები ხომ არ გაჩნდა?

პირველად ეგ სიტყვები შოთიკოსგან არ გამიგონია (იცინის). ჩემთვის ყველაზე საყვარელი წამებია, როცა შოთიკო იცინის. მის „საფირმო ჩაცინებას“ ვგულისხმობ. ეკრანზე ძალიან სასაცილოა და რეალურ ცხოვრებაში, როცა თვალებში მიყურებს და იცინის, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სიტუაცია იქნება?! შოთიკოსთან მუშაობა ძალიან კარგია, რადგან გადაღება სულ ხალისიანად მიმდინარეობს.

ალბათ, პერსონაჟის სახელით ხშირად მოგმართავენ. ეს დამღლელი არ არის?

არა, არა!.. ვინც არ მიცნობს, „თამუნას” ხშირად მეძახის. ფაქტია, სანამ უცხო ადამიანები სახელს მკითხავენ, მეუბნებიან, – თამუნათი გიცნობთო. პრობლემა არ მაქვს.

მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ, რაც ახლა თამუნას თავს ხდება? სამეგობროში უღირსი წინადადებით თუ მოუმართავთ?

კონკრეტულად, ჩემს სამეგობროში მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ასეთი ამბავი ახლობლებისგან გამიგია… სერიალში თამუნასთვის ბაქარის წინადადება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ბაქართან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მით უმეტეს – ბოლო წლებში, რჩევებსაც ეკითხებოდა… ბევრი კარგი შეხვედრა ჰქონდათ. ახლა რაც მოხდა, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ – მაყურებლისთვისაც. ბაქარის საქციელს ცუდად ვაფასებ, რა თქმა უნდა!

როგორ ფიქრობ, წლების მერე, შენს კარიერაში თამუნას როლი რიგითი იქნება, განსაკუთრებული თუ მთავარი?

არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები თამუნასთან ერთად გავატარე. ეს შეუცვლელი იქნება. მთელი ცხოვრება გამყვება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთი როლი მაქვს ნათამაშები და ერთ საინტერესო ისტორიას “მივყვებოდი”.

ინტერვიუ ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g