„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის მონაწილემ, ფილმ „გაღმა ნაპირის“ მთავარი როლის შემსრულებელმა თედო ბექაურმა „პრაიმ შოუში“ მის ცხოვრებაზე ისაუბრა.
„ძალიან პატარა, 10 წლის ვიყავი, როდესაც ფილმში გადამიღეს. გადაღებამდე ჩვეულებრივი ბავშვის როლი მქონდა, გადაღების მერე ცნობილი ბავშვის როლი მქონდა. რომ არ ვიყავი ხალხის ყურადღებას მიჩვეული, თავიდან ვერ ვეგუებოდი და შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი პერიოდი თავშიც ამივარდა.
მაგრამ ამ დროს ყველაფერი დამოკიდებულია შენ გარშემო ვინაა, რომ ვიღაცამ წაგაგულიანოს და უფრო მეტად არ აგივარდეს თავში.
14-15 წლის მერე ხალხში ჩემმა ცნობადობამ იკლო. მერე თეატრალურ ინსტიტუტში დავიწყე სწავლა, მერე ვეღარ გავაგრძელე. (უფრო ფინანსური მიზეზის გამო). ძირითადად სოფელში ვიყავი. რამდენიმე წელი დავიკარგე..
„პრაიმ შოუს“ ჩაწერაზე ვიყავი მოსული და ნოემ მკითხა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ თუ მიიღებ მონაწილეობასო. ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, გამარჯვების მოლოდინი მაქვს“. – ამბობს თედო ბექაური.