LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერის“ ჟღურტული ახლად შეძენილ დივანზე – პაპარაცული ფოტოები

231
page

როგორც ცნობილია, ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა რამდენიმე თვის წინ სახლი შეიძინეს. როგორც ჩანს, წყვილი აქტიურად არის დაკავებული სახლის ინტერიერის მოწყობით. ისინი პაპარაცებმა სახლთან, ახლად შეძენილ დივანზე ჩახუტებულები გადაიღეს, მანამ სხვებს სახლში ახალი ავეჯი შეჰქონდათ.

ამ დღეს 54 წლის ჯეი როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას კუბოკრული პიჯაკი, ჯინსის შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

ცნობისთვის, ბევერლი-ჰილსზე მდებარე სახლის ღირებულება 75 მილიონ დოლარია. სახლის საერთო ფართი 46 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასში სპორტული კომპლექსი, 12 საძინებელი და 24 სააბაზანო ოთახია განთავსებული. სახლს უზარმაზარი სარეკრეაციო ზონა არტყამს გარს.

ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა სახლი 30 წლიანი იპოთეკური სესხით შეიძინა

ამღერებული „ბენიფერი“ – ჯეი ლომ ბენ აფლეკს იუბილე უსაყვარლესი ვიდეოთი მიულოცა

„ახლა რაღა გტანჯავს ბენ?“ – ველოსიპედებზე ამხედრებული „ბენიფერი“ ჰემპტონის გარეუბანში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები