ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა სახლი 30 წლიანი იპოთეკური სესხით შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულის ქონება 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მათ მაინც თავი შეიკავეს თანხის სრულად გადახდისაგან.
ცნობისთვის, „ბენიფერი“ „ოცნების სახლში“ ივნისში გადავიდა. მედიის ცნობით, სახლის ღირებულება 75 მილიონ დოლარია. სახლის საერთო ფართი 46 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასში სპორტული კომპლექსი, 12 საძინებელი და 24 სააბაზანო ოთახია განთავსებული. სახლს უზარმაზარი სარეკრეაციო ზონა არტყამს გარს.
„დიდი გადაბარგება“ – ბევრი ძებნის შემდეგ, „ბენიფერმა“ ოცნების სახლი შეიძინა