LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი გადაბარგება“ – ბევრი ძებნის შემდეგ, „ბენიფერმა“ ოცნების სახლი შეიძინა

284
page

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ურთიერთობა აღადგინეს. ისინი დაქორწინდნენ და ინტენსიურად ეძებდნენ თავიანთი „ოცნების სახლს“ და აი, „ბენიფერის“ „სასიყვარულო ბუდე“ ბოლოს და ბოლოს ნაპოვნია.

მედიის ცნობით, წყვილმა სახლი ბევერლი-ჰილსზე, 75 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლის საერთო ფართი 46 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასში სპორტული კომპლექსი, 12 საძინებელი და 24 სააბაზანო ოთახია განთავსებული. სახლს უზარმაზარი სარეკრეაციო ზონა არტყამს გარს.

როგორც ჩანს წყვილი ახალ სახლში უკვე გადადის. ბენი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გადაიღეს, ირგვლივ დიდი არეულობა იყო, შესასვლელთან კი უამრავი ავეჯი იდგა.

„ბენიფერი“ 64 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს ყიდულობს

მისტერ და მისი აფლეკების სასახლე – ნახეთ „ბენიფერის“ „სასიყვარულო ბუდე“ 60 მილიონ დოლარად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები