„ბენიფერი“ ლოს-ანჯელესში, მერსედეს-ბენცში მორიგი კამათის დროს დააფიქსირეს. ფოტოს გავრცელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში ინსაიდერის ვრცელი განცხადება გავრცელდა. წყაროს ცნობით, ჯეი ლო ბენს ექს-მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ინტენსიურ კონტაქტს უკრძალავს.
„ჯეი ლო ბენსა და ჯენიფერზე ძალიან ეჭვიანობს, ის გაღიზიანებულია და ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ემოციურად უფრო მეტად დაახლოვდნენ. ლოპესს არ სიამოვნებს ის ფაქტი, რომ აფლეკი და გარნერი ერთად დიდ დროს ატარებენ და მეუღლეს უკვე მასთან ინტენსიურ კონტაქტს უკრძალავს“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ სწორედ ჯეი ლო გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ბენ აფლეკს ყოფილ ცოლთან დაახლოებაში დაეხმარა და ბევრი იზრუნა იმაზე, რომ მათ ურთიერთობა დაელაგებინათ.
„ჯეი ლო ბენ აფლეკს ყოფილ ცოლთან დაახლოებაში დაეხმარა“ – რას ჰყვება ინსაიდერი
„როგორ ეგუება ჯეი ლო ამას?“ – ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის მორიგი შეხვედრა