ბოლო კვირების განმავლობაში ბენ აფლეკისა და მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის ერთობლივი ფოტოები არაერთხელ გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანში ექს-წყვილი მანქანაში ზის, ჯენიფერს ბენის მხარზე თავი უდევს და იცინის. ბუნებრივია, ფოტომასალამ დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა. თუმცა „შერეულ ოჯახთან“ დაახლოებული პირი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ცივილური, მეგობრული ურთიერთობაა.
„სწორედ ჯეი ლო გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ბენ აფლეკს ყოფილ ცოლთან დაახლოებაში დაეხმარა და ბევრი იზრუნა იმაზე, რომ მათ ურთიერთობა დაელაგებინათ. ბენი თავს შესანიშნავად გრძნობს ახლა, განქორწინებით განცდილი უსიამოვნო გრძნობები უკვე დიდი ხანია გადალახულია. თავად ჯეი ლოს და ჯენიფერსა იდეალური ურთიერთობა აკავშირებთ, მათ შვილებს კი ერთმანეთი საოცრად უყვართ“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, აფლეკმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ალკოჰოლური სასმელის დალევა იმიტომ დაიწყო, რომ გარნერთან ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობდა.
„როგორ ეგუება ჯეი ლო ამას?“ – ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის მორიგი შეხვედრა