„მამაჩემმა, მამა ალექსანდრემ დაგვწერა ჯვარი.. მერვე წელია ერთად ვართ, ხელი ვთხოვე მეგობრის სახლში, შევკრიბე მეგობრები, მისი ოჯახის წევრები,“ – მსახიობები თინი გალდავა და ნიკა ჩხაიძე თავიანთ ქორწილს იხსენებენ.
მსახიობებმა „რუსთავი ორის“ გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრეს.
„ვერ მივხვდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა, რაღაც მომენტში უკან რომ მოვიხედე ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა,“- ამბობს თინი.
ვფიქრობ, თუ გაქვს ადამიანის საშუალება დიდი ქორწილის გადახდის რატომაც არ უნდა გაიზიაროს ბევრმა ადამიანმა შენი ბედნიერება,“ – ამბობს ნიკა.
თინი გალდავას ქორწილის ულამაზესი ფოტოები
24 წლისები ვიყავით, ვღელავდით, მაგრამ ძალიან გვიხაროდა.. ქორწილის დღეს ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო რომ თოვლი წამოვიდა.. ჩვენი მშობლები ძალიან დაგვიდგნენ გვერდში, ყველა სურვილი აგვისრულეს,“- იხსენებს თინი.
ბატონმა მიშა გონიაშვილმა გვაჩუქა ოსკარი, რაღაცნაირად ძალიან იმედის მომცემი და სიმბოლური საჩუქარია, რადგან ორივე მსახიობები ვართ,“- ამბობს ნიკა.