LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ არ გევიპრანჭე არ შეიძლება, პაწა ხო უნდა გავიახალგაზრდაო თავი.. რაც მსიამოვნებს იმას გავაკეთებ“ – 75 წლის ნაზი ჯაველიძე, რომელმაც მართვის მოწმობა 68 წლის ასაკში, პირველივე გამოცდაზე აიღო

311
ნაზი ჯაველიძე (1)

გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ გივიკო დიდიამ გურიაში იმოგზაურა და გაგვაცნო 75 წლის ნაზი ჯაველიძე, რომელმაც მართვის მოწმობა 68 წლის ასაკში, პირველივე გამოცდაზე აიღო.

ნაზი ჯაველიძე აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და დღემდე განსაკუთრებულად ინარჩუნებს გურული სტუმარმასპინძლობის ტრადიციებს.

„73 წლის ასაკში შევძელი იმდენი, რომ დღეს ჩემთან მოსვლა ყველას უხარია - ესაა ჩემი ძალაც და უნარიც“ - როგორ შექმნა ნაზი ბებომ ბიზნესი გურიაში

„წლებმა და პრაქტიკამ ბევრი რამ მომცა - ახლა ვცდილობ, ყოველი ახალი საქმე გაცილებით უფრო დაკვირვებით ვაკეთო და ბევრი ვისწავლო,“- გვითხრა ნაზი ჯაველიძემ.

„ძალიან მიყვარს, თუ არ გევიპრანჭე არ შეიძლება. 75 წლის ვარ და პაწა ხო უნდა გავიახალგაზრდაო თავი. შეიძლება ვინცხამ დამცინოს, მაგრამ იცინოს.. მე რაც მსიამოვნებს იმას გავაკეთებ.

ახალგაზრდობის ფასი ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ წამოვიდნენ სოფელში, იშრომონ, იყვნენ ლაღები, ბედნიერები.

„ამას აკეთებს ყველა გურული: ხელმომჭირნეც და შეძლებულიც“ – ცნობილი გურული ნაზი ბებო ნამდვილი საშობაო ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს

68 წლის ვიყავი მართვის მოწმობა, რომ ავიღე. ყველას გაუკვირდა კინაღამ გაგიჟდნენ. იმდენად მონდომებული ვიყავი, მთელ ღამეებს ვათენებდი, ვმეცადინეობდი და ჩავაბარე კიდევაც პირველივე გასვლაზე“. – ამბობს ნაზი ჯაველიძე.

 

 

❤️? გაიცანით 75 წლის ნაზი ჯაველიძე, რომელმაც მართვის მოწმობა 68 წლის ასაკში აიღო❤️? გივიკო დიდიას მოგზაურობა გურიაში
– გაიცანით 75 წლის ნაზი ჯაველიძე, რომელმაც მართვის მოწმობა 68 წლის ასაკში, პირველივე გამოცდაზე აიღო? ნაზი ჯაველიძე აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და დღემდე განსაკუთრებულად ინარჩუნებს გურული სტუმართმასპინძლობის ტრადიციებსPosted by დილა მშვიდობისა საქართველო on Thursday, November 23, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g