LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“ – ტრენინგი ქალებისთვის

150
02

საქართველოს ეროვნული ბანკის, „ფინედუსა“ და გერმანული ფონდის Sparkasse ორგანიზებით, 2 დეკემბერს, თელავში, სასტუმროში Holiday Inn Telavi, გაიმართება ტრენინგი „გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“

ღონისძიების მიზანია რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში.

საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად, პროექტი მონაწილეებს სოციალიზაციის და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

ტრენინგზე შემდეგი საკითხები იქნება განხილული: ქალები კარიერის საწყის ეტაპზე, ბიუჯეტირება და დაზოგვა.

ტრენინგს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები გაუძღვებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g