შვედეთში 20 ტონა გუფთით სავსე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ სკაპას სიახლოვეს მოხდა. როგორც ჩანს, მისაბმელმა დატვირთვას ვერ გაუძლო და თან ავტომობილიც გადაიყოლა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, იმისათვის რომ სატვირთო გზაზე დაებრუნებინათ მისი დაცლაც კი დასჭირდათ, რაც არც თუ ისე მარტივი იყო. საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არც მძღოლი და არც შვედების საყვარელი გუფთა არ დაზიანებულა.