ბარსელონაში აკრძალული ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. The Guardian-ის ინფორმაციით მსგავსი ექსპოზიცია მსოფლიოს არც ერთ მუზეუმში არ არის თავმოყრილი.
საგამოფენო სივრცეში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის ხელოვანების ნამუშევრები, მათი ვინც ცენზურის მსხვერპლი განსხვავებული მოსაზრების გამო გამხდარა. მათი ნაწილი იმიტომ დაბლოკეს, რომ რელიგიურ თუ პოლიტიკურ თემებზე აზრის თამამად დაფიქსირება არ აპატიეს. სხვები ტაბუდადებულ სექსუალობის საკითხებზე მუშაობდნენ და ცნობილი ადამიანების მიერ მიღებულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგებოდნენ, ამასთან შავ იუმორს და ცინიზმსაც არ ერიდებოდნენ.
მუზეუმში არის ისეთი ცნობილი ადამიანების ნამუშევრები როგორიცაა პიკასო, ბენქსი, გოია და ბევრი სხვა შედევრი, რომელთა ნახვაც საზოგადოებას ამ დრომდე ერთ სივრცეში ნამდვილად არ შეეძლო. ამ დროისთვის საგამოფენო სივრცე 200-მდე ექსპონატს აერთიანებს.