მანანა თოდაძე „შუადღე ლაივთან“ საუბრობს, რომ უკვირს, როცა მუდმივად ასაკზეა აქცენტი:
„სულ ასაკზე რომ ლაპარაკობენ, სიმართლე რომ გითხრათ, გაკვირვებული ვარ. თუ ადამიანს გაქვს ჯანმრთელობა, გამოიყურები კარგად, გაქვს საშუალება, იცხოვრო, იშრომო, რაღაც აკეთო, დამალეთ პასპორტები, ხალხო… უნდა იცხოვრო, სანამ უფალს ნებავს, რომ დედამიწაზე იარსებო. სრულყოფილად უნდა იცხოვრო, არაფრის უნდა მოგერიდოეს და შეგრცხვეს, შესაძლებლობის ფარგლებში. სულ დავდივარ, ვვარჯიშობ, წუხელ 12 საათზე მივედი სახლში, ორი სიმღერა ჩავწერე. არ უნდა გაჩერდე ადამიანი. დრო ყოველთვისაა… შენი თავი უნდა გიყვარდეს, ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს. ზოგიერთი რომ ლაპარაკობს ასაკზე, სამწუხაროდ, ავიწყდებათ, რომ ისინიც ასაკში შევლენ და მერე მაინტერესებს, რას იტყვიან და რას იფიქრებენ. ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი…“