LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა თოდაძე: „რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? ყოველ წუთს ადამიანს გაახსენო ის, რომ ასაკიანია, ეს არის ყველაზე დამთრგუნველი…“

408
მანანა თოდაძე

მანანა თოდაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ასაკის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს თემა უნდა დაიხუროს:

„ძალიან ხშირად მომისმენია, სხვაზე უთქვამთ, ასაკი აქვს და კარგად გამოიყურებაო. ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? თუ გიხარია, უნდა იხალისო, თუ გინდა ლამაზად ჩაცმა, ჩაიცვი. არ შეიძლება, ყოველ წუთს ადამიანს გაახსენო ის, რომ ასაკიანია, ეს არის ყველაზე დამთრგუნველი, მით უმეტეს, ქალბატონებისთვის. პიროვნება უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და რა მნიშვნელობა აქვს მის წლოვანებას? პასპორტი ვის აინტერესებს? ასაკი არ არის მთავარი, მთავარია, როგორი განწყობა გაქვს. მე ძალიან მიხარია სიცოცხლე და ცხოვრება. ყოველ დილით უფალს მადლობას ვწირავ იმის გამო, რომ ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ. ქალმა საკუთარ თავს ნებისმიერ ასაკში უნდა მოუაროს. არ უნდა თქვა: იცი, რა დროს ცემი ესაა… ყოველთვის არის ყველაფრის დრო. ვიდრე ცოცხალი ხარ, უფლება გაქვს, იყო ბედნიერი…“

ვიდეო: „რაც წლები გადის, უფრო ბედნიერი ვარ და სულ რაღაც კარგის მოლოდინში ვარ…მთავარია ხელი არ ჩაიქნიო” – მანანა თოდაძე

მანანა თოდაძე: „ჩემი უბინაობის ამბავი მთელმა თბილისმა იცის, ნახევრად სარდაფში ვცხოვრობდი…“

მანანა თოდაძე: „ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად დაიწყო ახალი ეტაპი – გავხდი და თავს უკეთ ვგრძნობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g