მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, როგორ ჭირდა მისი ახალგაზრდობის პერიოდში ყველაფრის შოვნა:
„რამისთვის რიგში უნდა ჩამდგარიყავი. ხშირად რიგში დგომა წლობით გვიწევდა, რადგან ჩვენ, ასე თუ ისე, ცნობილები ვიყავით, მანქანის რიგში ცოტა უფრო იოლად გვაძლევდნენ, ვიდრე სხვას. ასე შევიძინე მანქანა და ავეჯი. რაც შეეხება ბინას, ძალიან დიდხანს ველოდებოდი, ბოლოს რიგიც დამიკარგეს და ვერ მივიღე. ჩემი უბინაობის ამბავი მთელმა თბილისმა იცის. ძალიან მიჭირდა, ნახევრად სარდაფშიც მიცხოვრია, ბევრი ვიწვალე, უფრო ბევრი ვიშრომე მთელი ჩემი ცხოვრება. სხვანაირად არც შეიძლებოდა, პატარა შვილები მყავდა გასაზრდელი…“
მანანა თოდაძე: „ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად დაიწყო ახალი ეტაპი – გავხდი და თავს უკეთ ვგრძნობ…“