LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ქალიშვილებს ვუთხარი, თუ შენს მეუღლესთან გექნება უსიამოვნება, მე არ მომიყვე-მეთქი” – მანანა თოდაძე

811
BeFunky-collage - 2023-03-22T005319.630

მომღერალი მანანა თოდაძე გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმის” სტუმარია, სადაც შვილებთან და სიძეებთან დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, როდესაც კონფლიქტური სიტუაციაა, დედა უნდა გატრიალდეს და გავიდეს ოთახიდან

„როდესაც ჩემი ქალიშვილები თხოვდებოდნენ, დავსვი და ვუთხარი, თუ შენს მეუღლესთან გექნება უსიამოვნება, მე არ მომიყვე-მეთქი. მე განწყობილი ვარ კეთილად და არ მინდა ის ადამიანი შევიძულო, რომელმაც ჩემს შვილს აწყენინა. თვითონ უნდა მოაგვარონ ურთიერთობა.

ერთადერთი შეუძლია ჩემს შვილს, მოვიდეს და მითხრას, რომ გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს და აღარ უნდა ადამიანთან თანაცხოვრება. თუ ვხედავ, რომ რაღაც სერიოზული ხდება, გავიყვან ჩემს შვილს ცალკე და ვეტყვი, რომ არ იყავი შენ მართალი. როდესაც კონფლიქტური სიტუაციაა, დედა უნდა გატრიალდეს და გავიდეს ოთახიდან”, – საუბრობს მანანა თოდაძე.

ვიდეო: მანანა თოდაძის ქალაქური ცეკვა „სუხიშვილებთან“ ერთად

ვიდეო: „თეძოები უნდა ჩავაქსოვოთ ლამაზად“ – როგორ იცეკვა მანანა თოდაძემ სამბა

ვიდეო: მანანა თოდაძის სიმღერაზე აცეკვებული თიკა ფაცაცია, ანი გიუნტერი და აჩიკო სოლოღაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები