LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ავტოპილოტზე უარს ამბობს

57

Porsche ავტონომიურ ტექნოლოგიებს მაქსიმალურად მოერიდება. ავტოექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მომავალში ყველა ავტომობილი უპილოტო გახდება და ამას თავს ვერავინ დააღწევს. თუმცა, გერმანულ კომპანიას არ სურს, რომ საჭე მძღოლის გარეშე დარჩეს. სწორედ ამიტომ, ბრენდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ავტონომიურ ფუნქციებს ბოლო წუთამდე თავი აარიდოს. Porsche გახდება მსოფლიოში ბოლო კომპანია, რომელიც მომხმარებელს ავტოპილოტს შესთავაზებს. სინამდვილეში ბრენდი ტენქოლოგიების განვითარების წინააღმდეგი სულაც არ არის, უბრალოდ მისი ავტომობილები იმისთვისაა შექმნილი, რომ მძღოლმა ტარებისგან სიამოვნება მიიღოს, ავტოპილოტი კი ამას ეწინააღმდეგება. თუმცა, მძღოლს სურვილის შემთხვევაში გარკვეული ავტონომიური ფუნქციების ჩამოტვირთვაც შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები